სიახლეები

ვიწყებთ ელექტრონული სიგარეტების შეგროვებას!

April 2024

ჩვენც ისევე ველოდით ამ სიახლეს, როგორც ადამიანები, რომლებიც ადრე ცდილობდნენ ჩვენთან ელექტრონული სიგარეტების ჩაბარებას. ჩვენ აღმოვაჩინეთ მათი გადასამუშავებლად გაგზავნის გზა, ასე რომ…

ახლა ვაგროვებთ ელექტრონულ სიგარეტებს/ვეიპებს ყველა ეკოფარეხში და ეკო-ტაქსის სერვისის საშუალებით.

ყველა შეგროვებული ვეიპი გადაეცემა Wasteless ასოციაციას შემდგომი დამუშავებისა და გადამუშავებისთვის.

ყველა საჭირო ცვლილება განხორციელდა ჩვენი დახარისხების პრეზენტაციაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეკო-ტაქსს ისინი უნდა გადაეცეს სხვა ელექტრონული ნარჩენებისგან განცალკევებით.

კვლავ გვჯერა, რომ ელექტრონული სიგარეტი ძალიან ფუჭი პროდუქტია და გირჩევთ შეზღუდოთ მათი მოხმარება. მაგრამ თუ ჯერ კიდევ გაქვთ, ნუ გადააგდებთ ნაგვის ურნაში, გადაამუშავეთ ისინი ჩვენთან ერთად!

ეკო-ტაქსის სიახლეები: ახალი კოლექტიური ტარიფი

March 2024

ეკო-ტაქსის მომსახურების დაწყებიდან ვიცავთ მისამართის და არა პირის/ოჯახის გადახდის პრინციპს, რაც მეზობლებს თანამშრომლობისა და ხარჯების გაზიარებისკენ უბიძგებს. მოხარულნი ვართ, ვიხილოთ თუ როგორ მუშაობს ეს პრინციპი 14  მეზობლის გაერთიანებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში. თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს.

რაც უფრო მეტი ადამიანი აგროვებს ნარჩენებს ერთ მისამართზე, მით მეტ დროს ხარჯავს ჩვენი გუნდი და მეტ ნარჩენს აგროვებს. ეს ამცირებს ჩვენს შესაძლებლობას დღეში საჭირო რაოდენობის შეკვეთების გასაკეთებლად ყველა ხარჯის დასაფარად.

❗️18 მარტიდან  შემოგთავაზებთ ახალ კოლექტიურ ტარიფს:

5 ოჯახზე მეტი 1 მისამართზე: საბაზისო ტარიფი + 5 ლარი ყოველ დამატებით ოჯახზე.

✨Მაგალითად:

თუ გამოიძახებთ ეკო-ტაქსს 2-3 მეზობელთან ერთად, თქვენთვის ფასი არ შეიცვლება.

თუ 4-ზე მეტ მეზობელს სურს შეუერთდეს შეგროვებასა და გამოძახებას, თითოეულ დამატებით მეზობელს 5 ლარის დამატება დასჭირდება.

ამ ახალი წესითაც კი ერთად შეკვეთა სერვისს ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის 🤗

შეგახსენებთ, რომ საბაზისო ტარიფი გულისხმობს ნარჩენების დახარისხებას ჩვენი გაიდლაინების მიხედვით და თითოეული ტიპის ნარჩენის შენახვა ხდება ცალ-ცალკე. 💚

♻️ ეკო-ტაქსის გამოძახებისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: eco-taxi.ge

Პარკი არ მინდა 2023 შედეგები: ეკო ტაქსი და ფარეხები

February 2024

ტრადიციულად ახალ წელს ვიწყებთ წინა წლის შედეგებით. 2023 წელი სავსე იყო მოვლენებით, მიღწევებითა და გამოწვევებით. ქვემოთ მოცემულია ეკო-ტაქსისა და ფარეხების მუშაობა გასულ წელს:

✨ გავიარეთ გადამუშავებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი 100 ტონაზე მეტი ნარჩენის შეგროვებით! 🥳

107,8 უფრო ზუსტად (არ არის აღრიცხული ელექტრონული ნარჩენები და მცირე ფრაქციები, როგორიცაა საცობები და ა.შ. 😉

ამ ოდენობაში იყო:

♻️ 30 ტონა პლასტმასი (PET არის მისი დაახლოებით 85%)

♻️ 19,4 ტონა ქაღალდი და მუყაო

♻️ 1,8 ტონა ალუმინი

♻️ 3,1 ტონა ჯართი

🌳 თითოეული ეს ციფრი წარმოადგენს დაზოგილ რესურსს უზრუნველყოფილს გადამუშავების ობიექტებისთვის წრიული ეკონომიკის განვითარებისთვის.

მაგალითად, 1 ტონა ქაღალდის გადამუშავება დაზოგავს 17 ხეს, 24,5 კუბურ მეტრს ნაგავსაყრელზე და 2 ბარელ ნავთობს (საკმარისია თითქმის 2000 კმ-ის გასატარებლად).

ჩვენი ეკო-ტაქსის კლიენტთა ბაზა განაგრძობს ზრდას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მეტი ბიზნესი უერთდება ნარჩენების პასუხისმგებელი მართვის პრაქტიკას და თანამშრომლობს ჩვენთან არა მხოლოდ ნარჩენების შეგროვებაში, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობაშიც.

✨ მთლიანობაში, ნარჩენები ეკო-ტაქსით 2332-ჯერ წამოვიღეთ.

❗️ 2023 წელს მგზავრობისა და ჩვენი სერვისებით შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1,5-ჯერ გაიზარდა.

Garage IT Company-ის მხარდაჭერით 2023 წლის აპრილში გავხსენით ჩვენი მესამე ეკოფარეხი, რომელიც აფართოვებს ჩუღურეთის რაიონში ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობას. 🫶🏻

⚡️ გასული წლის განმავლობაში ჩვენს ყველა ეკოფარეხს ეწვია 17 128 ადამიანი, ზოგი არაერთხელ, ზოგი მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ. ეს რიცხვი 4-ჯერ მეტია 2022 წელთან შედარებით! ვფიქრობთ, ეს სრულიად გასაოცარია და ნამდვილად მიზეზი იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. 💚

🤗 ყველა ეს ვიზიტი შესაძლებელი გახდა ჩვენი მოხალისეთა გუნდის მხარდაჭერისა და ერთგულების წყალობით, რომელიც უკვე 70 ადამიანამდე გაიზარდა! მათ ერთად იმუშავეს 1031 ცვლა, სულ 1650,5 საათი!

როგორც ჩვენი ძალისხმევის და ამ პროექტის მნიშვნელობის აღიარება პარკი არ მინდას ეკო ტაქსმა (ფარეხების ჩათვლით) მიიღო პრესტიჟული საერთაშორისო Energy Globe ჯილდო მდგრადობის სფეროში. ჩვენ ასევე ვიყავით ნომინირებული CSR Award-ზე, რომელიც ორგანიზებულია Global Compact Network-ის მიერ საქართველოში.

მთელი ამ დიდი ციფრებითა და მიღწევებით, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წელი საკმაოდ რთული იყო გადამუშავების ინდუსტრიისთვის და ჩვენც სრულად ვიგრძენით ეს ბარიერები. მაგალითად, მუყაოს ადგილობრივმა გადამამუშავებელმა, რომელთანაც ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა წლის დასაწყისში, დახურა ქარხანა რამდენიმე თვის შემდეგ, რადგან ვერ გაუწია კონკურენცია იაფფასიან იმპორტირებულ ქაღალდის პროდუქტებს. ზოგადად, მეორადი მასალების ფასები მთელ მსოფლიოში იკლებს, რის შედეგადაც შემცირდა ნარჩენების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი. მაშინ, როცა თბილისის მაცხოვრებლებს სულ უფრო მეტად აწუხებთ ნარჩენებთან დაკავშირებული მდგომარეობს და სურთ მათი გადამუშავება. გადამუშავების სექტორში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ზღუდავს არა მხოლოდ ჩვენი პროექტის, არამედ ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

თუმცა, გვჯერა, რომ ეს დროებითი ვარდნაა, რომელიც მალე გაივლის. ვაგრძელებთ მუშაობას, რათა შემოგთავაზოთ ნარჩენების ყველაზე ფართო სპექტრის გადამუშავების შესაძლებლობა და ჩვენი მიზანია გავხადოთ ეს პროცესი კიდევ უფრო კომფორტული თქვენთვის! 💚

ზაფხულის შესვენება ☀️

July 2023

აგვისტოს სწრაფად მოახლოებასთან ერთად გვინდა გაცნობოთ, რომ საზაფხულო შესვენებაზე ვიქნებით 🗓 1-დან 14 აგვისტომდე.

ამ პერიოდის განმავლობაში:

👉🏻 ჩვენი ფარეხები დაიხურება

👉🏻 ეკო-ტაქსის მომსახურება არ იმუშავებს

👉🏻 ჩვენ არ ვპასუხობთ პირად შეტყობინებებს.

დავბრუნდებით 15 აგვისტოს და განვაახლებთ ჩვენს მუშაობას კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით. 💚

ეკო-ტაქსისა და ფარეხების შედეგები: აპრილი - ივნისი📣

July 2023

კიდევ 3 თვე გავიდა. ამ პერიოდში ჩვენს ხელში უამრავმა გადამუშავებადმა ნარჩენმა გაიარა. გვინდა მნიშვნელოვანი ამბები და შედეგები გაგიზიაროთ.

🎉 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა «პარკი არ მინდას» მესამე ფარეხის გახსნა იყო ჩუღურეთში! ეს კომპანია Garage IT-ის ხელშეწყობსა და დაფინანსების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ფარეხი მდებარეობს თამარ მეფის 19 ნომერში (შესასლელი – ნინოშვილის ქუჩიდან, თაღის გავლით).

ჩვენი სპონსორების გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეზარდა ცნობადობა და უფრო ადვილად მოსაძებნი გაგვეხადა ვაკის ფარეხი. ასე დაიწყო თანამშრომლლობა თბილისის სთრით არტისებთან. ჯერ თინა ჩერტოვამ შექმნა ნამუშევარი ფარეხთან ახლოს, ხოლო მოგვიანებით საბურთალოს ფარეხთან ახლოს Tamoonz-ის ნამუშევარი გაჩნდა.

❗❗  აპრილსა და ივნისში შევაგროვეთ და გადასამუშავებლად გავგზავნეთ 26 ტონაზე მეტი ნარჩენი. მათ შორის:

♻️  7.9 პლასტმასა – ყველა ტიპის

♻️ 4,8 ქაღალდის სხვადასხვა პროდუქტი

♻️ 240 კგ ელემენტები

🤗 ჩვენს ფარეხებს ეწვივნენ 4637-ჯერ!

ეს წლის პირველ მეოთხედში დაფიქსირებულ ვიზიტებზე 40%-ით მეტია, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდისა და მოხალისეების შრომის დახმარებით. ისინი არ იშურებენ დროსს და ენერგიას, რათა ნარჩენების განცალკევების ეფექტიანი მეთოდები თქვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ.

🚚  ამ პერიოდის განმავლობაში ეკო-ტაქსიმ 600-ჯერ წამოიღო ნარჩენები ჩვენი კერძო და კორპორატიული კლიენტებისგან. დიდი მადლობა ყველას ჩვენი სერვისის არჩევისთვის!

ამ სამ თვეს გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია. ნარჩენების შენახვა და მართვა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო – ჩვენ უდიდესი ენერგია დავხარჯეთ რათა შეგვექმნა სანდო სერვისი ჩვენი მომხმარებლებისთვის. ასევე აუცილებლად უნდა გვქონოდა სივრცე, სადაც შეგროვებულ ნარჩენებს გადასამუშავებლად გაგზავნამდე შევინახავდით. ამ პროცესში, ნარჩენების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, მუდმივად ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ პროცესს.

კიდევ ერთი გამოწვევა ის იყო, რომ ეკო-ტაქსში მომუშავე ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. მოგვიწია აგვეყვანა ახალი თანამშრომლები და ჩაგვეტარებინა მათთვის მრავალეტაპიანი ტრენინგები, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველა თანამშრომელი იზიარებს ჩვენს პრინციპებს და საკმარისი ცოდნა აქვს ნარჩენების სახეობების შესახებ თუ სხვა აუცილებელი მიმართულებით.

გვინდა შეგახსენოთ:

👉🏻 გამოიძახე ეკო-ტაქსი

👉🏻 იხილეთ ჩვენი შემგროვებელი პუნქტების განრიგი და მისამართები

👉🏻 იხილეთ ჩვენი დახარისხების გაიდლაინი

👉🏻 იხილეთ ჩვენი გადამუშავების რუკა, etc.

ეწვიეთ ჩვენს ვებeco-taxi.ge. 💚

ვაფართოებთ საპილოტე What I Recycle გამოწვევას!

June 2023

დაგვეხმარეთ მონაცემების შეგროვებასა და ახალი ტექნოლოგიების შემოწმებაში და მიიღოთ უფასო ეკო-ტაქსის ვიზიტი!

თქვენ შეიძლება უკვე იცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს What I recycle app. მისი მიზანია საქართველოში გადამუშავებადი ნარჩენების შესახებ მონაცემების შეგროვება, რათა მოგვიანებით, მანქანური სწავლების მექანიზმებით, ადამიანებისთვის უფრო ადვილი გახდეს ამ ან იმ პაკეტით დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა მისი გადამუშავება და სად.

აპლიკაციის შესამოწმებლად და გასაუმჯობესებლად გეპატიჟებით მონაწილეობა მიიღოთ გამოწვევაში.

გადაიღეთ სხვადასხვა სახის გადამუშავებადი ნივთების 50 ფოტო აპლიკაციის საშუალებით, გამოგვიგზავნეთ ეს მონაცემები BuckItUp მოწყობილობის საშუალებით (ფარეხებში ან ეკო-ტაქსის ჩამოსვლისას) და მიიღეთ 1 ეკო-ტაქსის ვიზიტი უფასოდ!

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

 1. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია What I Recycle. ხელმისაწვდომია Apple Store- სა და Google Play— ში

 2. გადაიღეთ გადამუშავებადი ნიმუშის ფოტო აპის საშუალებით

 3. გადამუშავებელი ნივთების სიაში აღნიშნეთ თუ რა ტიპს ეკუთვნის ის

 4. შეაგროვეთ სულ მცირე 50 ფოტო

 5. გადაიტანეთ ფოტოები ჩვენს buckitup მოწყობილობაზე ჩვენს ნებისმიერ ფარეხში ან ეკო-ტაქსის ვიზიტის დროს buckitup— ის გამოყენებით (როგორ ზუსტად?)

 6. შეავსეთ ეკო-ტაქსის შეკვეთის ფორმა eco-taxi.ge ვებგვერდზე და შეიყვანეთ თქვენი უნიკალური იდენტიფიკატორი buckitup.app ვებგვერდი სარეკლამო კოდის ველში.

განაცხადის შესახებ შეკითხვები/წინადადებებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ აქ: telegram chat.

შეგროვების სიახლეები: ახლა ვიბარებთ ახალი ტიპის ქაღალდის პროდუქტებს ⚡️

March 2023

რთული წარმოსადგენია კვერცხის კონტეინერებისა და ტუალეტის ქაღალდის წარმოებაში გამოყენებული რამდენი მუყაო ვერ ჩავიბარეთ ნარჩენების შეგროვების 3 წლის განმავლობაში. ეს აღარ განმეორდება!

✨მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 20 მარტიდან ვიღებთ ცელულოზური მუყაოსგან დამზადებულ ნებისმიერ პროდუქტს:

♻️კვერცხის კონტეინერები, ჭიქის დამჭერები, ყუთების შიდა სადგამები, ხილისა და ბოსტნეულის კონტეინერები და სხვა.

♻️ ტუალეტის ქაღალდის/ ხელსახოცების მილაკები და მუყაოს სხვა მილაკები.

❗️ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ის არის, რომ ჩვენ მათ ცალკე ვაგროვებთ, როგორც ფარეხებში, ისე ეკო-ტაქსის საშუალებით, ამიტომ დარწმუნდით, რომ სხვა ქაღალდთან ერთად არ ინახავთ.

ნარჩენების ეს სახეობები გადამუშავდება პროექტ @greengift1 -თან თანამშრომლობით.

2022 წლის ანგარიში მზად არის🙂

February 2023

მართალია ცოტა მოგვიანებით, თუმცა მოხარული ვართ გაცნობოთ პარკი არ მინდას 2022 წლის პროგრესის ანგარიში!

  • ანგარიში მოიცავს ფინანსურ და რაოდენობრივ მონაცემებს.
  • ანგარიშში განხილულია მეთოდოლოგია, გავლენის მქონე საკითხები და “ბექგრაუნდი”.
  • ხაზგასმული და აღწერილია “ბოთომ-აფ” მიდგომა (საფუძვლიდან შედეგამდე) და გამოწვევები სახსრების მოზიდვისა და ბიზნესის ზრდის კუთხით.

გადმოწერეთ: 2022 Parki ar minda PROGRESS REPORT

პარკი არ მინდას 2022 წლის შედეგები: ეკო-ტაქსი და ფარეხები ♻️​

February 2023

We sure were busy in 2022!

ეკო-ტაქსის მიერ განხორციელებული მომსახურებისა და შეგროვილი ნარჩენების ჯამური რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა.

ჩვენი ფარეხის ვაკის ფილიალის მომხმარებლების რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა წლის დასაწყისთან შედარებით, რის გამოც ნოემბრის ბოლოს გავხსენით მეორე ფარეხი საბურთალოზე.

☝️განვახორციელეთ 105 ვიზიტი 1526 მისამართზე. 4000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა ჩვენს შემგროვებელ პუნქტებში.

♻️ 2022 წელს შევაგროვეთ დაახლოებით 70 ტონა ნარჩენი, წინა წლის განმავლობაში კი – მხოლოდ 16.

მათ შორის:

📌 10 ტონა PET-პლასტმასა. ამ ტიპის ნარჩენის რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა – 2021 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტი შეგროვდა

📌 7,5 ტონა ქაღალდის ნარჩენი გაიგზავნა გადასამუშავებლად

📌 1 ტონა ალუმინი და 1 ტონა თუნუქი

🔋 ასევე შევაგროვეთ დიდი რაოდენობით ელექტრონარჩენი და ელემენტი. ამ წელს ელემენტების ჩაბარების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა ყველა შემგროვებელ პუნქტში.

🤗💚 მოხარულები ვართ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია მონაწილეობს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაში და ყველა მათგანი გვენდობა ამ საქმეში. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შემდგომში ნარჩენების მართვის პროცესი სწორად და უფრო მეტიც, საუკეთესოდ წარიმართება.

💪 აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და შევქმნით მეტ შესაძლებლობას საქართველოში ნარჩენების სწორი მართვისათვის.

სრული ინფორმაცია ეკო-ტაქსის სერვისებისა და ფარეხების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩენს ვებგვერდზე: eco-taxi.ge.

ცვლილებები ქაღალდის შეგროვებაში

February 2023

16 იანვრიდან ჩვენ ვცვლით ქაღალდის დახარისხების წესებს როგორც ეკო-ტაქსში, ასევე აფარეხებში.

ახლა უკვე გამოვყოფთ 3 ტიპს:

  1. მუყაო და კრაფტის ქაღალდი: სქელი მუყაო (ყუთები და ა.შ.), თხელი ერთფენიანი მუყაო (საკვების და სხვა შეფუთვები), კრაფტის ქაღალდი (სახლში მიტანის სერვისის პარკები და სხვა კრაფტის/ყავისფერი პარკები), სხვა ქაღალდის პარკები
  2. თეთრი ქაღალდი (მაკულატურა): თეთრი ქაღალდი, რვეულები, ფლაერები, ლიფლეტები (აკინძვის გარეშე)
  3. ბეჭდური პროდუქტები (აკინძული): წიგნები, ჟურნალები, ბუკლეტები, კატალოგები, რვეულები და სხვა

როგორ მოვამზადოთ ქაღალდის პროდუქტები ჩვენთან გადასამუშავებლად:

  1. მოაშორეთ ყველა ელემენტი, რომელიც ქაღალდის არ არის:  სტეპლერის ტყვიები, სკრეპები, ქვითრები, სკოჩი, სტიკერები, წნული (არა ქაღალდის) პარკის სახელურები
  2. დარწმუნდით, რომ ყველაფერი ცარიელი და სუფთაა და არ აქვს ცხიმის ლაქები
  3. დაკეცეთ ყველაფერი იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია

ამიერიდან ჩვენ მიერ შეგროვებული ქაღალდი და მუყაო სრულად გადამუშავდება საქართველოში!

გადამუშავებულ ქაღალდსა და მუყაოს გამოიყენებენ ხელსახოცებისა და სხვა პროდუქტების დასამზადებლად.

ეკო-ტაქსი რადიო თავისუფლების Youtube-ისა და Facebook-ის გვერდებზე

December 2022

2 დეკემბერს რადიო თავისუფლების Youtube-ისა და Facebook-ის გვერდებზე განთავსდა ვიდეო ეკო-ტაქსის შესახებ.

მოხარულები ვართ, რომ სულ უფრო მეტი მედიასაშუალება აშუქებს ჩვენს საქმიანობას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ნარჩენების მართვის კუთხით წინ მივდივართ. იმედი გვაქვს ამ პუბლიკაციების საშუალებით მეტი ადამიანი შეიტყობს ნარჩენების გადამუშავების შესახებ, გაიაზრებს სეპარირებული შეგროვებისა და გადამუშავების მნიშვნელობას და შემოუერთდება ჩვენს მოძრაობას.

ჩვენი მეორე ფარეხი საბურთალოზე გაიხსნა!

November 2022

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენი მეორე შემგროვებელი პუნქტი საბურთალოზე ნოემბრის ბოლოს გაიხსნა.

ახლა ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებს მეტი წვდომა აქვთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე. პირველ კვირაში უკვე 80-მა ადამიანმა მოიტანა ნარჩენები გადასამუშავებლად!

საბურთალოს ფარეხშიც მოხალისეები მუშაობენ და ამიტომ გრაფიკი მოძრავია. გთხოვთ მოსვლამდე გადაამოწმოთ სამუშაო საათები.

მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 34ა

როგორ მოაგნოთ ფარეხს: ნანტის ბაღის დიდსაათიანი შენობის უკან. შემოსასვლელი ირინე სხირტლაძის ქუჩის მხრიდან. ნაცრისფერი ფარეხი

«პარკი არ მინდას» ნიშნით.

ეკო-ტაქსი და ფარეხი: სექტემბრის შედეგები

October 2022

სექტემბერში სტაბილურ გრაფიკზე გადავედით – კვირაში სამი სამუშაო დღე. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია გვიერთდება რაც შეიძლება მეტი ნარჩენის გადამუშავების საქმეში. ეს შესანიშნავია!

ქვემოთ მოცემული შედეგები კიდევ ერთი რეკორდია – ერთ თვეში 10 ტონაზე მეტი გადამუშავებადი ნარჩენი შევაგროვეთ!

თუ ტიპების მიხედვით დავყოფთ, შედეგები ასე გამოიყურება:

  • ტონაზე ცოტა მეტი პლასტმასი PET-ის რეკორდული რაოდენობით ჩვენს ფარეხში
  • 1 ტონაზე ცოტა ნაკლები ქაღალდი და მუყაო
  •  4 ტონა შუშა ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავებისათვის
  •  დანარჩენი ნარჩენების სხვა ტიპებზე განაწილდა

ცალკე შევაგროვეთ 8 601 ცალი ჩანთა სავსე პლასტმასის თავსახურებით და გავგზავნეთ ბათუმში Recycleaf პროექტისთვის.

წინა თვეში ჩვენს ფარეხს 380 ადამიანი ეწვია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მოხალისეებს, რადგან მათ არ დაიშურეს მონდომება, ძალისხმევა და დრო, რათა ფარეხს თითქმის ყოველ დღე ემუშავა!

ჩვენი მუშაობის შედეგები ივნისში

July 2022

მთლიანობაში მოხვედრად გახსნილია! მ 😉

⚡️ დაახლოებით 5 წელიწადის შეხვედრაზე! ⚡️

!!და ფარეხის ვიზიტორების რეკორდული რიცხვი გავაუმჯობესეთ – 263 სტუმარი. დიდი მადლობა ჩვენს მოხალისეებს და ყველას, ვინც დაგვეხმარა, რომ ფარეხი უფრო დიდხანს ყოფილიყო ღია.

მოხარული ვართ, რომ ვხედავთ სულ უფრო მეტ მოთხოვნას ნარჩენების პასუხისმგებლიან მართვაზე, მაცხოვრებლებთან ერთად ჩვენ ვემსახურებით უფრო მდგრადი გადაწყვეტილებების შემუშავებას. ❤️

აქ მოცემულია ნარჩენების ტიპების შეგროვებული რაოდენობები მაისში:

♻️ PET ბოთლები — 482 კგ

♻️ სხვა PET — 106,5 კგ

♻️ HDPE და PP - 41,3 და 46 კგ

♻️ LDPE — 12 კგ

♻️ ალუმინი — 62 კგ

♻️ თუნუქი — 70 კგ

♻️ ქაღალდი/მუყაო — 738 კგ

♻️ შუშა ხელახალი გამოყენებისთვის - 4126 ბოთლი და ქილები

♻️ შუშა გადამუშავებისთვის - 1 ტონა

ჩვენთან ერთად გადაამუშავეთ, თუმცა ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემცირება და ხელახალი გამოყენება ყოველთვის უკეთესია. 😉

მნიშვნელოვანი სიახლეები 5 (PP) პლასტმასის შესახებ

June 2022

დღეს გვინდა გაგიზიაროთ 2 მნიშვნელოვანი სიახლე 5 (PP) პლასტმასის ნივთების გადამუშავების შესახებ:

1. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ახლა ჩავიბარებთ რბილი პლასტმასის შეფუთვებს ნიშნით 5 (PP) ჩვენს ფარეხებში. მაგალითები: ბურღულეულის რბილი შეფუთვები (ბრინჯი და ა.შ), პურის შეფუთვები, ტკბილეულისა და ორცხობილების შეფუთვები. გაითვალისწინეთ, რომ ვიღებთ მხოლოდ იმ შეფუთვებს, რომლებზეც დატანილია პლასტმასის ტიპის ნიშანი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ ვიღებთ რბილ შეფუთვებს (ნიშნითაც კი), რომელსაც შიდა მხრიდან აქვს ბრჭყვიალა საფარი (როგორც ჩიფსების შეფუთვებს).

2. გაქვთ მაწვნისა და მდნარი ყველის კონტეინერები? თუ კი, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი თხოვნა იქნება, მოაცილოთ ცელოფნის თხელი ფენა მაწვნისა და არაჟნის კონტეინერებს და ქაღალდის საფარი ზოგი მდნარი ყველისა და რძის სხვა პროდუქტების კონტეინერებს.  როგორ მოვაცილოთ თხელი ცელოფნის/ქაღალდის საფარი: დანით გაჭერით ცელოფანი/ქაღალდი კონტეინერის ქვედა მხარეს და მოხსენით. ეს ცვლილება შეიტანა მოთხოვნებში ამ ტიპის პლასტმასის გადამამუშავებელმა კომპანიამ.

ფარეხების სიახლეები: ახლა შეგიძლიათ გადასამუშავებლად ჩაგვაბაროთ წამლის ფირფიტებიც

January 2022

2022 წლის იანვრიდან ვიბარებთ წამლის ცარიელ ფირფიტებს. შეგროვებული ფირფიტები გაიგზავნება გადასამუშავებლად რუსეთში (იქ არსებობს ამისათვის საჭირო დანადგარები).

თუმცა ამ ტიპის ნარჩენებს ვერ ჩავიბარებთ ეკო-ტაქსის საშუალებით. მოსვლამდე ჩვენს სამუშაო საათებს შეგიძლიათ გაეცნოთ  ფარეხების გვერდზე.

ჩვენი მუშაობის შედეგები მაისში

June 2022

კიდევ ერთი თვე გავიდა. ჩვენ მოგვწონს შედეგების შეჯამება ყოველთვიურად და მიგვაჩნია, რომ მათი გამოქვეყნება მნიშვნელოვანია.

ასე და ამგვარად:

მაისში შევაგროვეთ 4 ტონა ნარჩენი, 1.3 ტონით მეტი, ვიდრე აპრილში!

არა იმიტომ, რომ მეტი ნარჩენი წარმოიქმნა, არამედ იმიტომ, რომ მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შეგროვებაში.

ფარეხი სულ უფრო პოპულარული ხდება. მაისში 255 ადამიანი გვეწვია – წინა თვეზე 100 ადამიანით მეტი!

ეკო-ტაქსიმ 7 შემოვლა შეასრულა და 100 მისამართიდან წამოიღო ნარჩენები.

გთავაზობთ ნარჩენების რაოდენობას სახეობების მიხედვით:

PET ბოთლები – 499 კგ

სხვა PET – 84 კგ

HDPE & PP – 40 & 46 კგ

ალუმინი – 72,6 კგ

თუნუქი – 102 კგ

ქაღალდი/მუყაო – 671 კგ

შუშა ხელახალი გამოყენებისთვის – 4045 ბოთლი და ქილა

შუშა გადასამუშავებლად – 1.2 ტონა

მადლობა ეკო-ტაქსის გუნდს და მოხალისეებს მთელი ამ ნარჩენების მართვისათვის! და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ახარისხებს, ასუფთავებს და სათანადოდ მართავს თავის ნარჩენებს!

ფარეხების სიახლეები: ვიბარებთ ბუშტებიან შესაფუთს ხელახალი გამოყენებისათვის

January 2022

გაქვთ სახლში ბუშტებიანი შესაფუთი, რომელსაც სტრესის საწინააღმდეგო საშუალებად არ იყენებთ? 🙂 მოგვიტანეთ იგი ხელახლა გამოყენებისათვის!

იანვრიდან ფარეხი იღებს გამოუყენებელ ბუშტებიან შესაფუთს (ჰაერით ბუშტებში). მასალას ფაქიზი კერამიკული პროდუქტების შესაფუთად გამოიყენებს კერამიკის სტუდია Modi. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბუშტებიან შესაფუთს ვერ მივიღებთ ეკო-ტაქსის ვიზიტების ფარგლებში. შესაძლებელია მხოლოდ ფარეხებში მოტანა. ბუშტებიანი შესაფუთი არ გადამუშავდება საქართველოში, მაგრამ მისი გამოყენება მრავალჯერადად შეიძლება! მიეცით მას ახალი ფუნქცია და შეამცირეთ უარყოფითი გავლენა გარემოზე 🙂

დაგვიკავშირდით