ბიზნესებისთვის

გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო მწვანე და პასუხისმგებლიანი ჩვენთან ერთად

ბიზნესის წარმატება შეუძლებელია ადამიანებისა და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი მოპყრობის გარეშე. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) ეხმარება ბიზნესს განვითარდნენ ისე, რომ არ დააზარალონ გარშემომყოფები.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენს ბიზნესში SDGs-ის წარმატებით დანერგვაში.

რას გთავაზობთ?

1.ნარჩენების სეპარირებული შეგროვება თქვენს ოფისში

ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს:

შეამციროთ უარყოფითი კორპორატიული გავლენა გარემოზე

1

თქვენს თანამშრომლებს უფრო პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში

2

გააუმჯობესოთ თქვენი, როგორც ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის რეპუტაცია

3

გახდეთ მაგალითი სხვებისთვის და ხელი შეუწყოთ ახალი პოზიტიური პრაქტიკების განვითარებას ქვეყანაში

4
order
Eco-taxi

ეკო-ტაქსს გადასამუშავებლად მიაქვს 15-მდე ტიპის ნარჩენი.

ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ წაღების მომსახურებას, არამედ ასევე გთავაზობთ ურნებს, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი სტიკერებით.

საჭიროებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ ეს ურნები.

2. ეკოლოგიური განათლება თქვენი გუნდისთვის

ნარჩენების წარმატებული და ეფექტური სეპარირებული შეგროვება თითქმის შეუძლებელია იმ ადამიანების სწავლების გარეშე, ვინც ეს მეთოდი უნდა გამოიყენოს.

ჩვენ გთავაზობთ დახარისხების ვორქშოფებს, რომლებიც დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს გაეცნონ ნარჩენების სხვადასხვა სახეობებს, ისწავლონ მათი მომზადება, გაიგონ, სად გადამუშავდება ეს ნარჩენები და, რა თქმა უნდა, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ნარჩენების გადამუშავება და მათი პასუხისმგებლობიანი მართვა.

დამატებით გთავაზობთ ლექციებსა და ვორკშოფებს, რომელთა ფარგლებშიც განიხილება ეკოლოგიისა და ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლო თემებს შორისაა:

როგორ გავხდეთ უფრო ცნობიერი მომხმარებელი

როგორ დავაგროვოთ ნაკლები ნარჩენი სახლში: სამზარეულოში, აბაზანაში

როგორ დავაგროვოთ ნაკლები ნარჩენი ქუჩაში გადაადგილებისა და მოგზაურობის დროს

როგორ დავაგროვოთ ნაკლები საკვები ნარჩენი

ჩვენ გვჯერა ეთიკური და გონივრული შოპინგის. ჩვენი ყველა პროდუქტი საგულდაგულოდ არის შერჩეული და შეესაბამება ჩვენს ძირითად ღირებულებებს: მდგრადობას, 0 ნარჩენს, ვეგანურ შემადგენლობას, გადამუშავებულ მასალებს და სამართლიან ვაჭრობას.
Kenkra Organic Skincare-ში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. სწორედ ამიტომ, პროდუქციის შეფუთვებისა და ყუთების ტრანსპორტირებისთვის ვიყენებთ Eco Taxi-ს ეკო-მეგობრულ სერვისს. მათი მდგრადი მიდგომა გვეხმარება ემისიების შემცირებაში და გვაძლევს შესაძლებლობას, ერთგულნი დავრჩეთ ჩვენი მწვანე და პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის მიმართ.
Kenkra
დღეს, როცა გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გლობალურ გამოწვევად რჩება, ხშირად გვგონია, რომ ერთი კომპანიის ან ადამიანის ძალისხმევას არსებითი ცვლილებების გამოწვევა არ შეუძლია. თუმცა BDO-ში ვთვლით, რომ სწორედ მცირე ნაბიჯებით იქმნება ხელშესახები  შედეგები. თითოეული ქმედება მნიშვნელოვანია, როცა ის საერთო მიზანს ემსახურება. უკვე რამდენიმე წელია, ოფისში ვახარისხებთ და ვაგროვებთ მეორად პლასტმასას, მაკულატურასა და ელემენტებს, რადგან გვწამს, რომ გარემოზე ზრუნვა იწყება ყოველდღიური ჩვევებით. თითოეული ასეთი ქმედება ამცირებს ეკოლოგიურ ზეწოლას და აყალიბებს უფრო მდგრად, უსაფრთხო და ჯანსაღ ეკოსისტემას.
BDO
Sative არის სივრცე, რომელიც კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, წევრებმა ყოველდღიურად უკეთ იგრძნონ თავი. ამისთვის კი საჭიროა ზრუნვა - საკუთარ თავზე, ერთმანეთზე და იმ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, ნარჩენების გადამუშავება ჩვენი ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს Parki ar Minda-ს ინიციატივას და გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს.
Sative
ორ წელიწადზე მეტია,  ჩვენი გუნდი ნარჩენებს ახარისხებს თბილისში მდებარე ოფისში და Parki ar minda-ს ეკო-ტაქსის დახმარებით გადასამუშავებლად აგზავნის.
თქვენი მომსახურების წყალობით, გადამუშავების პროცესი მარტივი და მოსახერხებელი გახდა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გარემოს დაცვაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საიმედო თანამშრომლობისთვის და თქვენს გუნდს შემდგომი ზრდა და წარმატება ვუსურვოთ! 🙌🏻
Jetty Cloud
Secret Place-ის გუნდი მთელი გულით უჭერს მხარს ნარჩენების დახარისხების იდეას, ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა Parki ar Minda-სთან საერთო საქმის მნიშვნელოვანი წვლილია. გვიხარია, რომ თბილისში არსებობს ასეთი ინიციატივა და უკვე სამი წელია გვაქვს შესაძლებლობა, მისი ნაწილი ვიყოთ. ეკო-ტაქსის გარეშე ასეთი დიდი მოცულობის გადამუშავებადი მასალის გატანა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ პროექტის თითოეული თანამშრომლის მიმართ უზომოდ მადლიერები ვართ.
გისურვებთ კიდევ უფრო მეტ განვითარებასა და გაფართოებას, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ისარგებლოს გარემოს დაცვის ამ მარტივი და ხელმისაწვდომი გზით.
დიდი მადლობა!
Secret Place

საუბრები ორიენტირებულია საქართველოზე და აქ ხელმისაწვდომ გამოსავლებზე.

ჩვენი მომსახურების არჩევის მიზეზები

ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება უკეთესი და უფრო ბედნიერი გავხადოთ

გამოცდილება

ჩვენ ვახარისხებთ და ვაგროვებთ ნარჩენებს 2020 წლიდან. 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაამუშავა ნარჩენები ჩვენთან 2023 წელს. ვმუშაობთ როგორც კერძო, ასევე კორპორაციულ კლიენტებთან. ჩვენი მიზანია არა ყველა ნარჩენის შეგროვება, არამედ ისეთი მოსახერხებელი სისტემისა და სერვისების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს წრიულ ეკონომიკას და შეამცირებს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე.

ექსპერტიზა

ჩვენ ყველაფერი ვიცით საქართველოში არსებული ნარჩენებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მათი რაოდენობა. ჩვენთვის ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცით, როგორ შთავაგონოთ სხვები.

რეაგირება

გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ და გვაქვს რჩევები და გამოსავლის გზები მათი ყველაზე კომფორტული გზით გადასაჭრელად. ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომ ფასებშია.

დაგვიკავშირდით ჩვენს ელ-ფოსტაზე: parkiarminda@gmail.com

დაგვიკავშირდით